ტრენერს ბატონ დათოს ვუხდი დიდ მადლობას ტრენინგის საინტერესოდ წარმართვისათვის და ვუსურვებ პირად და კარიერულ წინსვლას. ტრენინგი იყო ძალიან მრავლისმომცველი და საინტერესო. ინფორმაცია არის ბევრი და ვფიქრობ უფრო მეტ დროზე რომ იყოს გათვლილი უფრო კარგი იქნება.
Thursday, October 8, 2015
Wednesday, October 7, 2015
Sunday, October 4, 2015
მეშვიდე მოდულის რეფლექსია
მთელი ამ ტრენინგის განმავლობაში გავეცანი ბევრ ძალიან საინტერესო ინფორმაციას,რომელიც საჭიროა მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების პროცესისათვის და ვეცდები აქ მიღებული ცოდნა ეფექტურად გამოვიყენო სწავლების პროცესში რათა გავზარდო მოსწავლეთა სწავლისადმი მოტივაცია.
Wednesday, September 30, 2015
მეექვსე მოდულის რეფლექსია
ამ მოდულში შევიმუშავეთ შეფასების რუბრიკები და ვიმსჯელეთ თუ როგორ შეუწყობს ხელს მოსწავლეს თვითრეგულირებადი სწავლის პროცესში. ვფიქრობ ამ მოდულში მიღებულ ცოდნას ფართოდ გამოვიყენებ სწავლების პროცესში.
Sunday, September 27, 2015
მეხუთე მოდულის რეფლექსია
გავეცანი თუ როგორ შეიძლება გამოვიყენო რუბრიკები და ქულების მინიჭების სქემები 21-ე საუკუნისა და მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებისათვის. შევიმუშავე შეფასების გეგმა და პროექტების შეფასების ფორმები ინტელის საგანმანათლებლო სახელმძღვანელოდან. აგრეთვე გავეცანი თუ როგორ შეიძლება ჩავრთო მოსწავლეები შეფასების პროცესში.
Wednesday, September 23, 2015
მეოთხე მოდულის რეფლექსია
ამ მოდულში გავეცანი თუ როგორ შეიძლება მოსწავლეებს ვასწავლო ინტერნეტის უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით გამოყენება, ასევე დავგეგმე და შევქმენი მოსწავლის პრეზენტაციისა და ბლოგის ნიმუშები სასწავლო მიზნებისთვის. შექმნილი სასწავლო ნიმუშები შევაფასე პორთფოლიოს რუბრიკაში წარმოდგენილი კითხვების გამოყენებით
Saturday, September 19, 2015
მესამე მოდულის რეფლექსია
ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე, კერძოდ განიხილე
სასარგებლო ვებსაიტების ეფექტურად მოძიების და მათი შეფასების მეთოდები.
ვებსაიტების საავტორო უფლებებსა და მათ კანონიერ გამოყენებაზე ინფორმაციის
მოპოვება.
Thursday, September 17, 2015
მეორე მოდულის რეფლექსია
ამ პროექტშივიმუშავე სასწავლო პროექტის გეგმაზე, დავისახე სასწავლო მიზნები,რომლის გარშემოც გამოვკვეთე მიმართულების მიმცემი კითხვები, განვიხილე შეფასების შედეგები, შევქმენი შეფასების რუბრიკა,რომლის მეშვეობითაც შევაფასებ მოსწავლის წინარე ცოდნას და განვსაზღვრავ მოსწავლის მიმდინარე საჭიროებებს.
Saturday, September 12, 2015
პირველი მოდულის რეფლექსია
ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში. ვფიქრობ ინტელის პროგრამა ბევრს შეცვლის ჩემს პედაგოგიურ მუშაობაში, ის ხელს შემიწყობს უფრო ნაყოფიერი და საინტერესო გაკვეთილები ჩავატარო.
Subscribe to:
Posts (Atom)