Wednesday, September 30, 2015

მეექვსე მოდულის რეფლექსია

ამ მოდულში შევიმუშავეთ შეფასების რუბრიკები და ვიმსჯელეთ თუ როგორ შეუწყობს ხელს მოსწავლეს თვითრეგულირებადი სწავლის პროცესში. ვფიქრობ ამ მოდულში მიღებულ ცოდნას ფართოდ გამოვიყენებ სწავლების პროცესში. 

მოსწავლის პრეზენტაცია

Sunday, September 27, 2015

მეხუთე მოდულის რეფლექსია

გავეცანი თუ როგორ შეიძლება გამოვიყენო რუბრიკები და ქულების მინიჭების სქემები 21-ე საუკუნისა და მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებისათვის. შევიმუშავე შეფასების გეგმა და პროექტების შეფასების ფორმები ინტელის საგანმანათლებლო სახელმძღვანელოდან. აგრეთვე გავეცანი თუ როგორ შეიძლება ჩავრთო მოსწავლეები შეფასების პროცესში.

Wednesday, September 23, 2015

მეოთხე მოდულის რეფლექსია

ამ მოდულში გავეცანი თუ როგორ შეიძლება მოსწავლეებს ვასწავლო ინტერნეტის უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით გამოყენება, ასევე დავგეგმე და შევქმენი მოსწავლის პრეზენტაციისა და ბლოგის ნიმუშები სასწავლო მიზნებისთვის. შექმნილი სასწავლო ნიმუშები შევაფასე პორთფოლიოს რუბრიკაში წარმოდგენილი კითხვების გამოყენებით 

Saturday, September 19, 2015

მესამე მოდულის რეფლექსია

 ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე, კერძოდ განიხილე სასარგებლო ვებსაიტების ეფექტურად  მოძიების და მათი შეფასების მეთოდები. ვებსაიტების საავტორო უფლებებსა და მათ კანონიერ გამოყენებაზე ინფორმაციის მოპოვება.

Thursday, September 17, 2015

მეორე მოდულის რეფლექსია

ამ პროექტშივიმუშავე სასწავლო პროექტის გეგმაზე, დავისახე სასწავლო მიზნები,რომლის გარშემოც გამოვკვეთე მიმართულების მიმცემი კითხვები, განვიხილე შეფასების შედეგები, შევქმენი შეფასების რუბრიკა,რომლის მეშვეობითაც შევაფასებ მოსწავლის წინარე ცოდნას და განვსაზღვრავ მოსწავლის მიმდინარე საჭიროებებს.

Saturday, September 12, 2015

პირველი მოდულის რეფლექსია

ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში. ვფიქრობ ინტელის პროგრამა ბევრს შეცვლის ჩემს პედაგოგიურ მუშაობაში, ის ხელს შემიწყობს უფრო ნაყოფიერი და საინტერესო გაკვეთილები ჩავატარო.