Monday, December 19, 2022

 

                                      ინგლისური ენისა და ლიტერატურის წრე

                                   „ ვისაუბროთ სწორად და გამართულად“

 

                                                                  ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

                                                                                                                            ირა სიმონია.

      კითხვა ამდიდრებს, აკეთილშობილებს ადამიანის სულსა და გონებას, ფანტაზიით აღავსებს მის თვალსაწიერს, არწმუნებს მის უსაზღვრო შესაძლებლობებში, კითხვა ხელს უწყობს სამყაროს უკეთ შეცნობაში. სკოლაში ინგლისური ენის გაკვეთილებზე შესასწავლი მასალის საფუძვლიანი ათვისება, სწავლისადმი ინტერესის გაღვივება, კითხვის უნარების განვითარება უფრო წარმატებულია, როცა სასკოლო - სასწავლო მუშაობა სათანადო კლასგარეშე საქმიანობებით არის გაჯერებული და სწორედ საწრეო მუშაობის მიზანია მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ინგლისური ენის შესწავლისათვის, ასევე მოსწავლეთა კითხვის უნარების ხელშეწყობა და განვითარება. თანამედროვე სკოლა სწორედაც ხელს უწყობს არა მარტო მეცნიერების საფუძვლების ღრმა სწავლებას, არამედ მოზარდებში უცხო ენისადმი სიყვარულის განვითარებას.         

        წრის მუშაობის  მიზანია:

          მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება უცხო ენის (ინგლისური) საგნის სწავლებაში.

    მოსწავლეთა კითხვის უნარების ხელშეწყობისა და განვითარების, კომუნიკაციის, თანამშრომლობის, თვითგამოხატვის, პრეზენტაციის, საკუთარი ნიჭის გამოვლენისა და ინგლისური ენის უკეთ ათვისება.

        წრეში მუშაობა ზემოქმედებას მოახდენს მოსწავლეთა ცოდნაზე,  შეძლებენ მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობას და გაიუმჯობესებენ ზეპირი   მეტყველების უნარს.

    წრის მუშაობა გაიმართება კვირაში ერთხელ, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ინგლისური ენის ლექსიკური მარაგის გამდიდრებას, მისცემს მათ შესაძლებლობას წარმოაჩინონ საკუთარი ნიჭი, რაც დადებითად იმოქმედებს მათ თვითრწმენაზე, აამაღლებს  მათი შეხედულება საკუთარ თავზე და  გაუჩნდებათ რწმენა, რომ ინგლისური ენის შესწავლა არის მარტივი და მიღწევადი.

     საწრეო მუშაობა  ხელს შეუწყობს საგნის  პოპულარიზაციას სკოლაში, მოსწავლეებს გაუღვივდებათ საგნისადმი ინტერესი და პატივისცემა.

      

     

                                  საწრეო  მუშაობის  პროგრამა

 

         აქტივობა

დრო

შენიშვნა

1.

საწრეო მუშაობის გაცნობა. წრის სახელწოდების შერჩევა. სამუშაო გეგმისა და მიზნების გაცნობა.

 

 

2.

 ინგლისური ენის ანბანის, ხმოვნების გამეორება 

 

 

3.

მარტივი ადაპტირებული ტექსტის გაცნობა და წაკითხვა. ახალი უცნობი სიტყვების დამუშავება

 

 

 

4.

მარტივი მათთვის ნაცნობი სიტყვების სინონიმების მოძიება და გაცნობა

 

 

 

5.

სიტყვების ანტონიმების მოძიება და გაცნობა

 

 

 

6.

შინაური ცხოველების სახელების გაცნობა შესწავლა

 

 

 

7.

 გარეული ცხოველების სახელების გაცნობა შესწავლა

 

 

 

8.

  გარეული და შინაური ფრინველების სახელების გაცნობა შესწავლა

 

 

9.

ჩემი სახლის აღწერა (ახალი სიტყვების შესწავლა)

 

 

 

10.

ჩემი ოთახის აღწერა (ახალი შიტყვების შესწავლა)