სასწავლო რესურსი
Tuesday, May 7, 2019
Wednesday, November 7, 2018
სსიპ. აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლა
სახელმწიფო და უცხო ენათა კათედრა
2018 – 2019 სასწავლო წლის
მოსწავლეთა მომზადება სხვადასხვა საგნობრივი კონკურსებისათვის (ოლიმპიადა,სემინარები) მუშაობის პროგრამა
საგანი
|
ინგლისური ენა
|
კლასი
|
X – XII - კლასები
|
მუშაობის ხანგრძლივობა
|
2018-2019 სასწ.
წელი
|
შეხვედრების
განრიგი
|
კვირაში
ერთხელ - 14:30 სთ
|
მასწავლებელი
|
ირა სიმონია
|
ტელ:
|
577
62 35 11
|
ელ.ფოსტა
|
irasimonia1976@gmail.com
|
სწავლების
მიზნები
|
Ø შეძლონ
უცხოური ენის პრაქტიკული სავარჯიშოებში გამოყენება, განუვითარდეთ სწავლის სწავლა
Ø გრამატიკული
და ლექსიკური ცოდნის გაღრმავება
Ø ესეს
წერის უნარის განვითარება
Ø ინტერესი
უცხო სამყაროს მიმართ
|
მისაღწევი
შედეგები
|
წერა
უცხ.ს.IV.12. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ტესტების წერა, რომლებშიც დეტალურად
აღწერს საკუთარ გამოცდილებას (მაგ: პირადი წერილი,
დღიური)
უცხ.ს.IV.13. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ტესტის შედგენა, რომელშიც ავლენს თვითგამოხატვის
უნარს
უცხ.ს.IV.14. წერისას მოსწავლეს
შეუძლია ტექსტის სტრუქტურის დაცვა, ფლობს და ცდილობს გამოიყენოს საბაზისო ენობრივი
უნარ-ჩვევები.
უცხ.ს.IV.15. მოსწავლეს შეუძლია
შედეგის გასაუმჯობესებლად გამოიყენოს წერის ეფექტური სტრატეგიები წერის პროცესის
ყველა ეტაპზე (მოსამზადებელი ტექსტის შედგენა, ტექსტის გაუმჯობესება)
სწავლის სწავლა:
უცხ.ს.IV.25. მოსწავლეს შეუძლია დამოუკიდებლად განსაზღვროს შესასრულებელი დავალების
მოთხოვნები.
უცხ.ს.IV.26. მოსწავლეს შეუძლია სტრატეგიული უნარების გამოყენება წარმატებული სწავლების უზრუნველსაყოფად.
უცხ.ს.IV.35. მოსწავლეს შეუძლია
ინფორმაციის დამუშავება მისი დამახსოვრებისა და ეფექტურად გამოყენების მიზნით
|
რესურსები
|
დაფა,
ცარცი, თაბახის ფურცლები, სავარჯიშო რვეული, ლექსიკონის წიგნი, წინასწარ შედგენილი
გრამატიკული სავარჯიშოები, ინგლისური ენის გრამატიკის წიგნი (ავტ: ა.გახოკიძე) ადაპტირებული
საკითხავი ტექსტები.
|
განსახილველი თემები
#
|
გაკვეთილის თემატიკა
|
შესრულების თარიღი
|
შენიშვნა
|
1
|
The adjective
·
Kind of Adjectives
·
Degrees of Comparison of Adjective
·
Functions of adjective
|
3 – 10 X.
|
2 სთ
|
2
|
The Perfect Tenses
·
The
present perfect tense
·
The past perfect tense
·
The future perfect tense
·
The future perfect-in-the-past tense
|
17.X
|
1 სთ
|
3
|
The Perfect Continuous
Tenses
·
The
present perfect continuous
tense
·
The past
perfect continuous tense
·
The
future perfect continuous tense
·
The
future perfect continuous
-in-the-past tense
|
24.X
|
1 სთ
|
4
|
The Passive
Voice
|
31.X
|
1 სთ
|
5
|
Modal Verbs
|
7.XI
|
1 სთ
|
6
|
Writing Essay
|
14.XI
|
1 სთ
|
7
|
Conditional Sentences
|
21.XI
|
1 სთ
|
Tuesday, June 12, 2018
მშობლისა და მოსწავლის გამოკითხვის ანკეტა
მშობლისა და მოსწავლის გამოკითხვის ანკეტა
სახელი, გვარი ________________________________________________________
პოზიცია: მშობელი მოსწავლე
1. რა ნიშნით შეაფასებდით
წრის ხელმძღვანელის მუშაობას საწრეო საქმიანობაში?
1
2 3 4 5 6 7 8 9 10
2. რა ნიშნით შეაფასებდით
წრის მუშაობას ?
1
2 3 4 5 6 7 8 9 10
3. იყო თუ არა ხელმისაწვდომი
წრის შესახებ ინფორმაცია ყველა დაინტერესებული პირისათვის?
კი არა
4. შეესაბამებოდა თუ არა წრის შეხვედრებზე განხილული თემები მოსწავლის
ინტერესებს?
კი არა
5. თქვენი აზრით საწრეო
მუშაობამ გაუღრმავა თუ არა ცოდნა ინგლისური წრის წევრებს?
კი არა
6. იყო თუ არა საწრეო
მუშაობა მრავალფეროვანი, საინტერესო? კი არა
7. რას შეცვლიდით წრის
მუშაობაში?
__________________________________________________________________________
8. გსურთ თუ არა წრემ
გააგრძელოს ფუნქციონირება? კი არა
9. რა მოგეწონათ წრის
მუშაობაში ყველაზე მეტად?
___________________________________________________________________________
10. როგორი გარემო იყო
საწრეო მუშაობის პროცესში?
__________________________________________________________________________
საწრეო მუშაობის რეფლექსია
რეფლექსია
საწრეო მუშაობა
ინგლისურ ენაში
2017-2018
სასწავლო წლის II სემესტრში
განვახორციელე აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლაში საწრეო მუშაობა
ინგლისურ ენაში. წრის დასახელებაა:
,,Let’s
speak to English”. წრეში გაწევრიანებული
იყო 16 მოსწავლე, რომლებსაც საწრეო
მუშაობა უტარდებოდათ კვირაში ერთხელ, სულ II სემესტრის
განმავლობაში ჩატარდა 21 - მეცადინეობა.
საწრეო მუშაობის პროგრამა, მუშაობის ხანგრძლივობა,
შეხვედრების განრიგი, გაკვეთილების თემატიკა, გაკვეთილის გეგმა, ჩატარებული გაკვეთილების
მიმოხილვა და მისი ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა გამოქვეყნებული მაქვს ჩემს ბლოგზე
რომლის მისამართია : iirasimonia1976.blogspot.com
ინგლისური ენის წრის მუშაობა მიზნად
ისახავდა რომ მოსწავლეებს შესძლებოდათ.
1. შეძლონ მარტივ ინტერაქციაში
მონაწილეობა და გაიუმჯობესონ ზეპირი მეტყველების
უნარი
2. ინგლისური ენის პრაქტიკაში
გამოყენება.
3. გრამატიკული და ლექსიკური
ცოდნის შეძენა-გაღრმავება.
4. გაუღვივდეთ ინტერესი
და ტოლერანტული დამოკიდებულება კულტურათა თავისებურებების მიმართ
5. უცხო ენის სწავლის
სურვილის გაღრმავება
6. ინტერესი უცხო სამყაროს შეცნობის მიმართ
წრის მუშაობა მიმდინარეობდა სისტემატიურად კვირაში
ერთხელ, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეებს გაეღმავებინათ ცოდნა ინგლისური ენის ლექსიკური
მარაგის ათვისებაში. მათ განუმტკიცდათ კომუნიკაციის, ურთიერთთანამშრომლობის , თვითგამოხატვის
, პრეზენტაციის უნარ- ჩვევები. მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ საკუთარი ნიჭის მეტად
წარმოჩენის, რამაც დადებითად იმოქმედა მათ თვითრწმენაზე, აამაღლა მათი შეხედულება საკუთარ თავზე და გაუჩნდათ რწმენა, რომ ინგლისური ენის შესწავლა არის
მარტივი და მიღწევადი.
საწრეო
მუშაობამ ხელი შეუწყო საგნის პოპულარიზაციას სკოლაში, მოსწავლეებს გაუღვივდათ
საგნისადმი ინტერესი და პატივისცემა. უფრო მეტმა მოსწავლემ გამოთქვა სურვილი წრეში ჩართვაზე,ამაღლდა
სწავლების დონე სკოლაში.
წრის
მეცადინეობების განმავლობაში მოსწავლეებმა შეძლეს შეესწავლათ ბევრი ახალი ლექსიკური
ერთეულები, ფრაზები, გრამატიკული დროები. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულები კითხვა-პასუხისა
და დიალოგის რეჟიმში.
წრის მეცადინეობები მიმდინარეობდა საინტერესო და ხალისიანად. ყოველი მეცადინეობის
ბოლოს მოსწავლეებს ვაძლევდი განმავითარებელ შეფასებას კომენტარებით რომლებსაც მოჰქონდა
დადებითი შედეგი მომდევნო მეცადინეობებში.
აქედან, გამომაქვს დასკვნა, რომ საწრეო მუშაობა ხელს უწყობს მოსწავლის სასწავლო უნარების განმტკიცებას,
ეხმარება მოსწავლეს თვითრეალიზაციაში.
ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე წრის მუშაობა
დადებითად აისახა ინგლისური ენის სწავლების შედეგზე. გაიზარდა მოსწავლეთა ცოდნის დონე,
მოსწავლეები გახდნენ უფრო აქტიურები და მოტივირებულები.
Thursday, June 7, 2018
წრის ოცდამეერთე შემაჯამებელი მეცადინეობა
წრის ოცდამეერთე შემაჯამებელი მეცადინეობა
2018 წლის 6 ივნისს ჩატარდა ტყვირის საჯარო სკოლის ინგლისური
ენისა და
ლიტერატურის წრის
ოცდამეერთე შემაჯამებელი მეცადინეობა.
თემა: Speaking: 1. How we great in
English
2. The family
3. Inside our
home
4. Seasons,
months and the weather
5. Our food
6. Parties
7. Shops and
shopping
8. How do you
feel
9. Travel.
მიზანი: განვლილი
მასალის შეჯამება
აქტივობის აღწერა:
მოსწავლეებს დაფაზე მივუწერე ყველა ის თემა,
რომელიც გავიარეთ წრის მეცადინეობების განმავლობაში. მოსწავლეებს მივეცი არჩევანის
უფლება თვითონ აერჩიათ მათთვის სასურველი თემა. შემდეგ მათ 20 წუთის განმავლობაში მოახდინეს
თემის ირგვლივ მოკლე თეზისების გაკეთება, რის შემდეგაც მოსწავლეებმა პრეზენტაციის სახით
წარმოადგინეს თავიანთი თემა. ზოგიერთი საკითხი კითხვა- პასუხისა და დიალოგის რეჟიმში
წარვმართეთ.
შედეგი: წრის მეცადინეობების განმავლობაში
მოსწავლეებმა შესძლეს შეესწავლათ ბევრი ახალი სიტყვები, ფრაზები, გრამატიკული ფორმები.
მოსწავლეები ახერხებენ მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობას, შეუძლიათ კითხვა - პასუხის რეჟიმში წარმართონ დიალოგი, ისაუბრონ ამა თუ იმ საკითხზე
რესურსი: დაფა,
ცარცი, თაბახის ფურცლები.
Subscribe to:
Posts (Atom)





