რეფლექსია
საწრეო მუშაობა
ინგლისურ ენაში
2017-2018
სასწავლო წლის II სემესტრში
განვახორციელე აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლაში საწრეო მუშაობა
ინგლისურ ენაში. წრის დასახელებაა:
,,Let’s
speak to English”. წრეში გაწევრიანებული
იყო 16 მოსწავლე, რომლებსაც საწრეო
მუშაობა უტარდებოდათ კვირაში ერთხელ, სულ II სემესტრის
განმავლობაში ჩატარდა 21 - მეცადინეობა.
საწრეო მუშაობის პროგრამა, მუშაობის ხანგრძლივობა,
შეხვედრების განრიგი, გაკვეთილების თემატიკა, გაკვეთილის გეგმა, ჩატარებული გაკვეთილების
მიმოხილვა და მისი ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა გამოქვეყნებული მაქვს ჩემს ბლოგზე
რომლის მისამართია : iirasimonia1976.blogspot.com
ინგლისური ენის წრის მუშაობა მიზნად
ისახავდა რომ მოსწავლეებს შესძლებოდათ.
1. შეძლონ მარტივ ინტერაქციაში
მონაწილეობა და გაიუმჯობესონ ზეპირი მეტყველების
უნარი
2. ინგლისური ენის პრაქტიკაში
გამოყენება.
3. გრამატიკული და ლექსიკური
ცოდნის შეძენა-გაღრმავება.
4. გაუღვივდეთ ინტერესი
და ტოლერანტული დამოკიდებულება კულტურათა თავისებურებების მიმართ
5. უცხო ენის სწავლის
სურვილის გაღრმავება
6. ინტერესი უცხო სამყაროს შეცნობის მიმართ
წრის მუშაობა მიმდინარეობდა სისტემატიურად კვირაში
ერთხელ, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეებს გაეღმავებინათ ცოდნა ინგლისური ენის ლექსიკური
მარაგის ათვისებაში. მათ განუმტკიცდათ კომუნიკაციის, ურთიერთთანამშრომლობის , თვითგამოხატვის
, პრეზენტაციის უნარ- ჩვევები. მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ საკუთარი ნიჭის მეტად
წარმოჩენის, რამაც დადებითად იმოქმედა მათ თვითრწმენაზე, აამაღლა მათი შეხედულება საკუთარ თავზე და გაუჩნდათ რწმენა, რომ ინგლისური ენის შესწავლა არის
მარტივი და მიღწევადი.
საწრეო
მუშაობამ ხელი შეუწყო საგნის პოპულარიზაციას სკოლაში, მოსწავლეებს გაუღვივდათ
საგნისადმი ინტერესი და პატივისცემა. უფრო მეტმა მოსწავლემ გამოთქვა სურვილი წრეში ჩართვაზე,ამაღლდა
სწავლების დონე სკოლაში.
წრის
მეცადინეობების განმავლობაში მოსწავლეებმა შეძლეს შეესწავლათ ბევრი ახალი ლექსიკური
ერთეულები, ფრაზები, გრამატიკული დროები. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულები კითხვა-პასუხისა
და დიალოგის რეჟიმში.
წრის მეცადინეობები მიმდინარეობდა საინტერესო და ხალისიანად. ყოველი მეცადინეობის
ბოლოს მოსწავლეებს ვაძლევდი განმავითარებელ შეფასებას კომენტარებით რომლებსაც მოჰქონდა
დადებითი შედეგი მომდევნო მეცადინეობებში.
აქედან, გამომაქვს დასკვნა, რომ საწრეო მუშაობა ხელს უწყობს მოსწავლის სასწავლო უნარების განმტკიცებას,
ეხმარება მოსწავლეს თვითრეალიზაციაში.
ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე წრის მუშაობა
დადებითად აისახა ინგლისური ენის სწავლების შედეგზე. გაიზარდა მოსწავლეთა ცოდნის დონე,
მოსწავლეები გახდნენ უფრო აქტიურები და მოტივირებულები.
No comments:
Post a Comment