წრის მეოცე მეცადინეობა
2018 წლის 30 მაისს ჩატარდა ტყვირის საჯარო სკოლის ინგლისური
ენისა და ლიტერატურის წრის
მეოცე მეცადინეობა.
თემა: Speaking: Travel.
1. Traffic in the streets.
2. At the station.
3. Tourist information.
Grammar: There is / There
are. some / a lot of
Vocabulary: Adjectives of opinion
მიზანი: მეტყველების უნარის
განვითარება.
აქტივობის აღწერა:
მოსწავლეები ეცნობიან სიტყვებს
და ფრაზებს, რომლებსაც იწერენ ლექსიკონის რვეულში.
შემდგომ ახალ სიტყვებს ვამუშავებთ მეტყველებაში. თითოეულ სიტყვაზე ვადგენთ წინადადებას. ეს სიტყვები და ფრაზები დაეხმარება
მათ მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობისათვის. შემდეგ მოსწავლეებს ვუსვამ შეკითხვებს,
რომლებზედაც დიალოგის რეჟიმში საუბრობენ.
მოსწავლეებს
ვუხსნი გრამატიკულ
ფორმას: There is / There are. some / a lot of – ს, რის შემდეგაც ვახდენ ახსნილი
მასალის პრაქტიკულ დამუშავებას წინადადებებით. მოსწავლეებს ვაძლევ სურთებს რომელზედაც მათ უნდა ისაუბრონ There is / There are და
some / a lot of - ის გამოყენებით.
შედეგი: მოსწავლეები ახერხებენ მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობას, შეუძლიათ ისაუბრონ მოგზაურობის, საგზაო წესების დაცვისა და ტურისტული მარშუტების
შესახებ.
რესურსი: დაფა,
ცარცი, ლექსიკონის რვეულები, სხვადასხვა სიტუაციური სურათები.
No comments:
Post a Comment