წრის მეცხრამეტე მეცადინეობა
2018 წლის 23 მაისს ჩატარდა
ტყვირის
საჯარო
სკოლის
ინგლისური ენისა
და ლიტერატურის წრის მეცხრამეტე მეცადინეობა.
თემა: Grammar: Verbs in the
past
მიზანი: ზმნების
წარსულ დროში ჩაყენება
აქტივობის აღწერა:
მოსწავლეებს შევახსენე წესიერი და არაწესიერი ზმნები, თუ რომელ დროში გამოყენებიან ისინი, რა ემატება წესიერ ზმნას წარსულ დროში და
როგორ იცვლება არაწესიერი ზმნა. მოსწავლეებმა შეასრულეს პრაქტიკული სავარჯიშოები. რამოდენიმე
ზმნაზე მოიფიქრეს ზეპირად წინადადებები, შემდეგ
გამართეს მარტივი, მოკლე დიალოგი, სადაც იყენებდნენ
ზმნებს წარსულ დროში. პრაქტიკის უკეთ გასამტკიცებლად მოსწავლეებს მივეცი ტესტური სავარჯიშოები,
რომლებიც შეასრულეს ინდივიდუალურად.
შედეგი:
მოსწავლეები ახერხებენ მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობას, შეუძლიათ ისაუბრონ წარსულ დროზე, შეუძლიათ შეასრულონ პრაქტიკული სავარჯიშოები.
რესურსი: დაფა,
ცარცი, პასტა, თაბახის ფურცლები, წინასწარ შედგენილი ტესტები.
No comments:
Post a Comment