Tuesday, June 12, 2018

საწრეო მუშაობის რეფლექსია


                                                        რეფლექსია
                                    საწრეო მუშაობა ინგლისურ ენაში

    2017-2018  სასწავლო  წლის  II  სემესტრში განვახორციელე აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლაში საწრეო მუშაობა ინგლისურ ენაში. წრის დასახელებაა: ,,Let’s  speak to English”.  წრეში გაწევრიანებული იყო 16 მოსწავლე, რომლებსაც საწრეო მუშაობა უტარდებოდათ კვირაში ერთხელ,  სულ II სემესტრის განმავლობაში  ჩატარდა 21 - მეცადინეობა.
     საწრეო მუშაობის პროგრამა, მუშაობის ხანგრძლივობა, შეხვედრების განრიგი, გაკვეთილების თემატიკა, გაკვეთილის გეგმა, ჩატარებული გაკვეთილების მიმოხილვა და მისი ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა გამოქვეყნებული მაქვს ჩემს ბლოგზე რომლის მისამართია :  iirasimonia1976.blogspot.com
     ინგლისური ენის წრის მუშაობა მიზნად ისახავდა რომ მოსწავლეებს შესძლებოდათ.
1. შეძლონ მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა და გაიუმჯობესონ ზეპირი   მეტყველების უნარი
2.   ინგლისური ენის პრაქტიკაში გამოყენება.
3.   გრამატიკული და ლექსიკური ცოდნის შეძენა-გაღრმავება.
4.      გაუღვივდეთ ინტერესი და ტოლერანტული დამოკიდებულება კულტურათა თავისებურებების მიმართ
5.   უცხო ენის სწავლის სურვილის გაღრმავება
6.   ინტერესი უცხო სამყაროს  შეცნობის მიმართ                 
    წრის მუშაობა მიმდინარეობდა სისტემატიურად კვირაში ერთხელ, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეებს გაეღმავებინათ ცოდნა ინგლისური ენის ლექსიკური მარაგის ათვისებაში. მათ განუმტკიცდათ კომუნიკაციის, ურთიერთთანამშრომლობის , თვითგამოხატვის , პრეზენტაციის უნარ- ჩვევები. მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ საკუთარი ნიჭის მეტად წარმოჩენის, რამაც დადებითად იმოქმედა მათ თვითრწმენაზე, აამაღლა  მათი შეხედულება საკუთარ თავზე და  გაუჩნდათ რწმენა, რომ ინგლისური ენის შესწავლა არის მარტივი და მიღწევადი.                                                                          
   საწრეო მუშაობამ  ხელი შეუწყო საგნის  პოპულარიზაციას სკოლაში, მოსწავლეებს გაუღვივდათ საგნისადმი ინტერესი და პატივისცემა. უფრო მეტმა  მოსწავლემ გამოთქვა სურვილი წრეში ჩართვაზე,ამაღლდა სწავლების დონე სკოლაში. 
      წრის მეცადინეობების განმავლობაში მოსწავლეებმა შეძლეს შეესწავლათ ბევრი ახალი ლექსიკური ერთეულები, ფრაზები, გრამატიკული დროები. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულები კითხვა-პასუხისა და დიალოგის რეჟიმში.
   წრის მეცადინეობები მიმდინარეობდა საინტერესო და ხალისიანად. ყოველი მეცადინეობის ბოლოს მოსწავლეებს ვაძლევდი განმავითარებელ შეფასებას კომენტარებით რომლებსაც მოჰქონდა დადებითი შედეგი მომდევნო მეცადინეობებში.
     აქედან, გამომაქვს  დასკვნა, რომ საწრეო მუშაობა  ხელს უწყობს მოსწავლის სასწავლო უნარების განმტკიცებას, ეხმარება მოსწავლეს თვითრეალიზაციაში.
      ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე წრის მუშაობა დადებითად აისახა ინგლისური ენის სწავლების შედეგზე. გაიზარდა მოსწავლეთა ცოდნის დონე, მოსწავლეები გახდნენ უფრო აქტიურები და მოტივირებულები.

Thursday, June 7, 2018

წრის ოცდამეერთე შემაჯამებელი მეცადინეობა


                                          წრის  ოცდამეერთე   შემაჯამებელი   მეცადინეობა

       2018 წლის  6 ივნისს  ჩატარდა ტყვირის საჯარო სკოლის ინგლისური ენისა და

            ლიტერატურის  წრის  ოცდამეერთე  შემაჯამებელი  მეცადინეობა.

         თემა:   Speaking:  1. How we great in English
                                         2. The family
                                         3. Inside our home
                                         4. Seasons, months and  the weather
                                         5. Our  food
                                         6. Parties
                                         7. Shops and shopping
                                         8. How do you feel
                                         9. Travel.

       მიზანი:  განვლილი მასალის შეჯამება

      აქტივობის აღწერა: მოსწავლეებს დაფაზე მივუწერე ყველა ის თემა, რომელიც     გავიარეთ წრის მეცადინეობების განმავლობაში. მოსწავლეებს მივეცი არჩევანის უფლება თვითონ აერჩიათ მათთვის სასურველი თემა. შემდეგ მათ 20 წუთის განმავლობაში მოახდინეს თემის ირგვლივ მოკლე თეზისების გაკეთება, რის შემდეგაც მოსწავლეებმა პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს თავიანთი თემა. ზოგიერთი საკითხი კითხვა- პასუხისა და დიალოგის რეჟიმში წარვმართეთ.
           
       შედეგი:  წრის მეცადინეობების განმავლობაში მოსწავლეებმა შესძლეს შეესწავლათ ბევრი ახალი სიტყვები, ფრაზები, გრამატიკული ფორმები. მოსწავლეები  ახერხებენ  მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობას, შეუძლიათ კითხვა - პასუხის რეჟიმში წარმართონ დიალოგი, ისაუბრონ  ამა თუ იმ საკითხზე

         რესურსი:  დაფა, ცარცი, თაბახის ფურცლები.







  
                                         



                                                                 




                                

Monday, June 4, 2018

წრის მეოცე მეცადინეობა


                                                     
                                                   წრის  მეოცე  მეცადინეობა

           2018 წლის  30 მაისს  ჩატარდა ტყვირის საჯარო სკოლის ინგლისური ენისა და   ლიტერატურის  წრის  მეოცე  მეცადინეობა.

  თემა:   Speaking:    Travel.
1.      Traffic in the streets.
2.      At the station.
3.      Tourist information.
              Grammar: There is / There are.   some / a lot of
              Vocabulary: Adjectives of opinion

  მიზანი:  მეტყველების უნარის განვითარება.

  აქტივობის აღწერა: მოსწავლეები ეცნობიან სიტყვებს და ფრაზებს, რომლებსაც იწერენ ლექსიკონის  რვეულში. შემდგომ ახალ სიტყვებს ვამუშავებთ მეტყველებაში. თითოეულ სიტყვაზე ვადგენთ  წინადადებას. ეს სიტყვები და ფრაზები დაეხმარება მათ მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობისათვის. შემდეგ მოსწავლეებს ვუსვამ შეკითხვებს, რომლებზედაც დიალოგის რეჟიმში საუბრობენ.
                        მოსწავლეებს ვუხსნი გრამატიკულ ფორმას: There is / There are.   some / a lot of – ს, რის შემდეგაც ვახდენ ახსნილი მასალის პრაქტიკულ დამუშავებას წინადადებებით. მოსწავლეებს ვაძლევ  სურთებს რომელზედაც მათ უნდა ისაუბრონ  There is / There are   და   some / a lot of - ის გამოყენებით.

   შედეგი:  მოსწავლეები  ახერხებენ  მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობას, შეუძლიათ ისაუბრონ მოგზაურობის, საგზაო წესების დაცვისა და ტურისტული მარშუტების შესახებ.

  რესურსი:  დაფა, ცარცი, ლექსიკონის რვეულები, სხვადასხვა სიტუაციური სურათები.

Thursday, May 24, 2018

წრის მეცხრამეტე მეცადინეობა


                                                     წრის  მეცხრამეტე  მეცადინეობა

       2018 წლის  23  მაისს  ჩატარდა ტყვირის საჯარო სკოლის ინგლისური ენისა და ლიტერატურის  წრის  მეცხრამეტე  მეცადინეობა.

  თემა:   Grammar:    Verbs  in  the  past

 მიზანი:  ზმნების წარსულ დროში ჩაყენება

  აქტივობის აღწერა:  მოსწავლეებს  შევახსენე  წესიერი და არაწესიერი ზმნები, თუ რომელ დროში    გამოყენებიან  ისინი, რა ემატება წესიერ ზმნას წარსულ დროში და როგორ იცვლება არაწესიერი ზმნა. მოსწავლეებმა შეასრულეს პრაქტიკული სავარჯიშოები. რამოდენიმე ზმნაზე მოიფიქრეს  ზეპირად წინადადებები, შემდეგ გამართეს მარტივი, მოკლე  დიალოგი, სადაც იყენებდნენ ზმნებს წარსულ დროში. პრაქტიკის უკეთ გასამტკიცებლად მოსწავლეებს მივეცი ტესტური სავარჯიშოები, რომლებიც შეასრულეს ინდივიდუალურად.

  შედეგი:  მოსწავლეები  ახერხებენ  მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობას, შეუძლიათ ისაუბრონ წარსულ დროზე, შეუძლიათ შეასრულონ პრაქტიკული სავარჯიშოები.   

რესურსი:  დაფა, ცარცი, პასტა, თაბახის ფურცლები, წინასწარ შედგენილი ტესტები.

Friday, May 18, 2018

წრის მეთვრამეტე მეცადინეობა


                                                წრის  მეთვრამეტე  მეცადინეობა

          2018 წლის  16 მაისს  ჩატარდა ტყვირის საჯარო სკოლის ინგლისური ენისა და   ლიტერატურის  წრის  მეთვრამეტე  მეცადინეობა.
         თემა:   Speaking:    How do you feel.
                                  What is your trouble?
                       Vocabulary: health, pain.

         მიზანი:  მეტყველების უნარის განვითარება.

         აქტივობის აღწერა: მოსწავლეები ეცნობიან სიტყვებს და ფრაზებს, რომლებსაც
                 იწერენ ლექსიკონიშ რვეულში. შემდგომ ახალ სიტყვებს ვამუშავებთ მეტყველებაში. თითოეულ სიტყვაზე ვადგენთ  წინადადებ. ეს სიტყვები და ფრაზები დაეხმარება მათ მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობისათვის. შემდეგ მოსწავლეებს ვუსვამ შეკითხვებს, რომლებზედაც პასუხობენ და დიალოგის რეჟიმში საუბრობენ ერთმანეთთან.

           შედეგი:  მოსწავლეები  ახერხებენ  მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობას,   შეუძლიათ ისაუბრონ ჯანმრთელობაზე, თუ როგორ გრძნობენ ახლა თავს, რა    არის ტკივილი და როგორ შეიძლება ვუმკურნალოთ ავადმყოფობას. 

            რესურსი:  დაფა, ცარცი, ლექსიკონის რვეული,  სხეულის ნაწილების 
                   ამსახველი  სურათები.